საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურის პრობლემებზე კომენტარი გააკეთა.
მისისტრის განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვაზე ხელი უკვე მოწერილია და ქვეყანაში რეანომობილების პირველი მესამედის შემოსვლა სექტემბრის ბოლოს დაიწყება.
„წლის ბოლოსთვის, არამარტო ზუგდიდის არამედ, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად განახლდება აბსოლუტურად ყველა სასწრაფო დახმარების მანქანა. რაც შეეხება ფართს, ზუგდიდის სასწარფო დახმარების ბრიგადისთვის, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ვფიქრობთ ეს საკითხიც მალე დარეგულირდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სეგეენკო დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. ის რეგიონში მომუშავე მედიკოსებს შეხვდა და მედიკამენტების გაცემის ახალი რეგულაციების შესახებ ესაუბრა.
ცნობისთვის, ზუგდიდის სამედიცინო სამსახურს სულ რამდენიმე გაუმართავი რეანომობილი ემსახურება. ამასთან, სასწარფო დახმარების ექიმები, როგორც თავად აცხადებენ, მოუწესრიგებელ ოთახებში უწევთ მუშაობა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები