როგორც იქნა, “ვამპირის დღიურების” მაყურებლებს საშუალება მიეცათ, მეექვსე სეზონის ტრეილერს შეავლონ თვალი. ვიდეოდან ჩანს, რომ ყველა გულშემატკივარს წინ ტკბილ-მწარე სერიები ელის! როგორც ჩანს, ელენა ვერაფრით ინელებს დეიმონისა და ბონის დაკარგვას.
- ჩვენ სულ ახლახან დავკარგეთ ორი უახლოესი მეგობარი! ძალიან მჭირდება შენი თანადგომა და იმედი!
- დეიმონი მოკვდა. უნდა დაემშვიდობო!
ამ დიალოგის შემდეგ, ელენას უკან დეიმონი ჩნდება და თავის ერთადერთ სიყვარულს სთხოვს, ცხოვრება განაგრძოს.
არავინ იცის, რა სურპრიზს უმზადებს მაყურებელს “ვამპირის დღიურები”. თუმცა, რაც მთავარია, უკვე ვიცით, რომ ახალი სეზონის სერიების ნახვა 2 ოქტომბრიდან შეგვეძლება…
მასალის გამოყენების პირობები