უახლოეს ხანში, ბელორუსის სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს კარტოფილი ცისფერი და ვარდისფერი შეფრილობის რბილობით.
ეს სიახლე მრავალწლიანი სასელექციო პროგრამის შედეგია, რომელიც კარტოფილის ახალი ჯიშების გამოყვანას ისახავდა მიზნად.
როგორც მეცნიერები ამბობენ, შეფერილობის შეცვლისას კარტოფილს მაღალი ხარისხი შეუნარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ სასელექციო პროგრამა 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლა უჩვეულო კარტოფილის ჯიშები სახელმწიფო შემოწმებას გადიან. როგორც კი ახალი ჯიშები სახელმწიფო კვლევითი ლაბორატორიისგან ”მწვანე შუქს” მიიღებენ, მათ მაშინვე წარმოებაში ჩაუშვებენ.
უჩვეულო კარტოფილის გამომგონებლები ვარაუდობენ, რომ საინტერესო შეფერილობის ბოსტნეულს აქტიურად გამოიყენებენ ჩიფსების, კარტოფილი ფრის და მშრალი პიურეს წარმოებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები