სენაკის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა წუხელ, დაახლოებით, 9 საათზე ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო, ადგილზე გამოცხადებისას კი, ცეცხლი დაახლოებით, 3 000 კვადრატული მეტრის ფართობს ეკიდა. სამაშველო ჯგუფებმა თავდაპირველად ტერიტორიიდან მოვაჭრეების გამოყვანა მოახდინეს, რის შემდეგაც, დაახლოებით, სამი საათი ცეცხლის ლოკალიზებას დასჭირდა.
ბაზრობის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული და მათ ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში დაცვის თანამშრომლები აფრთხილებდნენ, თუმცა. ხანძრის ხელოვნურად გამოწვევაში ეჭვი ეპარება სენაკის გამგებელს გოჩა დგებუაძეს.
დაზარალებულები კი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
შემთხვევის ადგილზე მივიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც, რომელიც მოვაჭრეებს მათი პრობლემის შესწავლას და დახმარებას დაპირდა.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ რეგიონის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური და ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები.
მასალის გამოყენების პირობები