სენაკის ბაზრში გაჩენლი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეებმა გზა ორჯერ გადაკეტეს,თუმცა სამართალდამცავვების ჩარევის შემდეგ მათ გზა მალევე გაათავისუფლეს.
პარალელურ რეჟიმში,მოვაჭრეებისთვის სესხების გადავადებასთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ბანკის წარმოადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მოვაჭრეები აცხადებენ,რომ თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება გზას ისევ გადაკეტავენ.
შეგახსენებთ,რომ წუხელ სენაკის ბაზრობა მთლიანად დაიწვა.სენაკის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა წუხელ,დაახლოებით,9 საათზე ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო,ადგილზე გამოცხადებისას კი, ცეცხლი დაახლოებით,3 000 კვადრატული მეტრის ფართობს ეკიდა.სამაშველო ჯგუფებმა თავდაპირველად ტერიტორიიდან მოვაჭრეების გამოყვანა მოახდინეს, რის შემდეგაც, დაახლოებით, სამი საათი ცეცხლის ლოკალიზებას დასჭირდა.
ბაზრობის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული და მათ ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში დაცვის თანამშრომლები აფრთხილებდნენ, თუმცა ხანძრის ხელოვნურად გამოწვევაში ეჭვი ეპარება სენაკის გამგებელს გოჩა დგებუაძეს.
დაზარალებულები კი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები