სტივ მარტინი „დისნეისთან“ მოლაპარაკების პროცესშია. როგორც ჩანს, მსახიობს სულ მალე ახალ საოჯახო კომედიაში ვიხილავთ. „ჯადოსნური ბანაკის“ სცენარისტი, თავად მარტინთან ერთად, სტუ ზიჩერმანია.
ახალი სურათი მოგვითხრობს ბანკირზე, რომელიც იმ ჯადოსნურ ბანაკს უბრუნდება, რომელშიც პატარაობისას ატარებდა ხოლმე დროს. მაშინ პატარა, მორცხვი ბავშვი იყო. ახლა კი თავდაჯერებული პროფესიონალია.
კომედიის რეჟისორი ჯერჯერობით არ შეურჩევიათ. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ სტივ მარტინმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ „პატარძლის მამის“ მესამე ნაწილი გამოდის. მისი თქმით, მსგავსი სცენარიც კი არ არსებობს.
როგორც ჩანს, „დისნეის“ ახალი საოჯახო კომედიის ტრეილერს სულ მალე ვიხილავთ.
მასალის გამოყენების პირობები