ამჯერად ბანდერასი სადაზღვევო აგენტია, რომელიც ROC-ის რობოტების კორპორაციაში მუშაობს. ახალ სურათში 2044 წელია – პერიოდი, როცა ადამიანები და რობოტები ერთად ცხოვრობენ. იმისათვის, რომ კაცობრიობამ მათზე კონტროლი არ დაკარგოს, რობოტებს უფლება არ აქვთ, საკუთარი თავი განაახლონ ან შეაკეთონ. ყველაფერი ირევა და იხლართება, როცა ბანდერასის პერსონაჟი ვოკანი ერთ-ერთ რობოტზე დაკვირვებას გადაწყვეტს.
ახალი სურათის რეჟისორი გეიბ იბანეზია. გარდა მელანი გრიფიტისა და ბანდერასისა, ფილმში დილან მაკდერმოტი და ბრიჯიტ სორენსენიც მონაწილეობენ.
„ავტომატი“ კინოთეატრებში 10 ოქტომბერს გამოდის.
მასალის გამოყენების პირობები