ინგრედიენტები:
კიტრი 1 ცალი, საშუალო ზომის
მაწონი 100 გ
არაჟანი 100 გ
კამა 1/2 კონა
ზეითუნის ზეთი 1 ს.კ
ნიორი 1-2 კბილი
მარილი
გახეხეთ კიტრი საშუალო ზომის სახეხზე და მსუბუქად გაწურეთ. დაამატეთ გაწურული მაწონი ან ნატურალური იოგურტი, არაჟანი, დაჭრილი კამა, ზეითუნის ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი. კარგად აურიეთ და სოუსი მზადაა. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა დაჭრილი პიტნაც
მასალის გამოყენების პირობები