Ericssson-ის მიერ ჩატარებული კვლევით, ამ წლის მეორე კვარტალში, მსოფლიოში ფიჭვური სერვისის 80 მლნ ახალი მომხმარებელი გაჩნდა და აქტიური სიმ-ბარათების საერთო რაოდენობამ 6.8 მლრდ-ს მიაღწია.
ვინაიდან თითო მომხმარებელი რამდენიმე სიმ-ბარათს იყენებს, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ფიჭვური აბონენტების „ფიზიკური“ რაოდენობა მსოფლიოში 4.6 მლრდ ადამიანია.
კვლევაში ასევე მოცემულია, რომ მონაცემთა უსადენო ფართოზოლოვანი გადაცემის სერვისით მოსარგებლეთა რაოდენობა მეორე კვარტალის მონაცემებით 2.4 მლნ-ია. ამასთან, ამ ტექნოლოგიით მონაცემთა გადაცემის ტრაფიკი გასული წლის მეორე კვარტალთან შედრებით 60%-ით, 2.5 ათას პეტაბაიტამდე გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები