ემი უაინჰაუსის ქანდაკებას ჩრდილოეთ ლონდონში Camden Stable Market-ზე დადგამენ. სწორედ იქ, სადაც მომღერალი გარდაიცვალა.
ემის ბრონზეს ფიგურას 14 სექტემბერს მისი ყველაზე ახლო მეგობრები და ნათესავები გახსნიან. გახსნის თარიღი ვარსკვლავის დაბადების დღეს სპეციალურად დაამთხვიეს.
„მე ვესაუბრე კომპანიის Camden წარმომადგენელთან. ისინი ამბობენ, რომ ძეგლს მხოლოდ იმ ადამიანებს უდგამენ, რომელთა გარდაცვალებიდან 20 წელია გასული. მაგრამ ემისთვის გამონაკლისი დაუშვეს...“ - აცხადებს მომღერლის მამა, მიტჩ უაინჰაუსი.
მასალის გამოყენების პირობები