ამერიკული ონლაინ-მაღაზია Amazon-ი, ვიდეოთამაშების ტრანსლიაციის სერვისს, Twitch-ს, $970 მლნ-ად ყიდულობს.
Twitch-ი მომხმარებელებს შესაძლებლობას აძლევს ჩატვირთონ და უფასოდ უყურონ გეიმპლეი-ვიდეოს, რომელთა შექმნა შესაძლებელია სათამაშო კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე.
Twitch -ის საშუალებით ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გაცვლა, თამაშის დროს.
ეს სერვისი 2011 წლის ივნისში გაუშვეს და დღეისათვის პორტალი ყველაზე პოპულარულია ვიდეოთამაშების ტრანსლიაციის ბაზარზე.
თავად Twitch-ის ინფორმაციით, მისი სერვისით თვეში 50 მლნ მომხმარებელი სარგებლობს.
მოსალოდნელია, რომ ახალი შენაძენი Amazon-ს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს ისეთ ვიდეოსერვისებს, როგორებიცაა YouTube და Netfix-ი.
მასალის გამოყენების პირობები