ინგრედიენტები:
ცომი:
შაქარი 1 ჭიქა
კვერცხის გული 4
ფქვილი 600 გ
არაჟანი 3 ს.კ
დარბილებული კარაქი 250 გ
გამაფხვიერებელი 3 ჩ.კ
შიგთავსი:
ვაშლი 2 კგ
შაქარი 1/2 ჭ
დარიჩინი 1 ჩ.კ
ლიმონის ცედრა 1 ჩ.კ
შაქრის პუდრი
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. მოამზადეთ ფორმა 21*26 სმ.
ფქვილი, გამაფხვიერებელი და შაქარი აურიეთ. ათქვიფეთ კვერცხის გულები, არაჟანი და კარაქი. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. გაყავით სამ ნაწილად, გაახვიეთ ცელოფანში და 20 წუთით შედეთ მაცივარში.
შემდეგ გააბრტყელეთ და გამოაცხეთ 20 წუთი.
ვაშლი გათალეთ და წვრილად დაჭერით. ჩადეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი, დარიჩინი და ცედრა. დაასხით 5 ს.კ ცივი წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. მიიღებთ პიურეს მსგავს მასას. გააციეთ და წაუსვით ფირფიტებს. მესამე, ბოლო ფირფიტას ზემოდან პუდრა მოაყარეთ
მასალის გამოყენების პირობები