ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალების უკვე მერვე თხოვნაზე უთხრეს უარი! მარკ პოლ ჩეპმენმა ყველას წინაშე განაცხადა:
მართლა ვნანობ იმას, რომ ასეთი იდიოტი ვიყავი და ასეთი არასწორი გზა ავირჩიე პოპულარობისთვის. ძალიან განვიცდი, ასეთი ტკივილი რომ მივაყენე ამდენ ადამიანს. მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველდღიურად ვიღებ წერილებს მისი გულშემატკივრებისგან და უკვე დიდი ხანია გავიაზრე, რომ მე ჩვეულებრივი დანაშაული და ჩვეულებრივი მკვლელობა არ ჩამიდენია. საოცრად ბევრ ადამიანს უყვარდა ჯონი. ის დიდებული, უზომოდ ნიჭიერი კაცი იყო და სწორედ ამიტომაა, რომ დღემდე არავის მოშუშებია ძველი ჭრილობა…
შეგახსენებთ, რომ ჩეპმენმა ჯონ ლენონი საცხოვრებელ სახლთან, მანჰეტენზე მოკლა. ეს 1980 წლის 8 დეკემბერს მოხდა. მკვლელმა მომღერალს ხუთი ტყვია ესროლა. ოთხმა მათგანმა ლეგენდარული შემსრულებელი იმსხვერპლა. ჩემპენს 20 წლიდან სამუდამომდე პატიმრობა მიუსაჯეს. მკვლელი დღესაც აღიარებს, რომ ყველაფერი გააზრებულად და გამიზნულად ჩაიდინა.
სასამართლომ შეწყალებაზე ნათქვამი მერვე უარი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით გაამართლა.
მასალის გამოყენების პირობები