ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ საჯაროინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ნიმუში და ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადასახადისწესი დააამტკიცა.
დადგენილების თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროატიული გამოყენების წესი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ვე-ბგვერდზე დრული და ზუსტი ინფორმაციის განთავსებას ითვალისწინებს.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება , ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით, თავისუფალი იქნება . ამასთან, დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ინფორმაცია ელ-ფოსტაზეც მიიღოს.
რაც შეეხება, საჯარო ინფორმაციისთვის მოსაკრებლის გადახდას, საკრებულოს წევრის ნუგზარ სარიას განმარტებით, საჯარო ინფორმაციის გაცემა უფასო იქნება, თუ ასლის გადაღების საფასური 2 ლარს არ აღემატება (დაახლოებით 40 თაბახის გვერდი).
ამასტან, საჯარო ინფორმაციის მიღება უფასო იქნება დისკეტაზე, კომპაქტურ დისკზე, მეხსიერების ბარათზე ჩაწერით და ელ-ფოსტაზე გაგზავნის შემთხვევაში. მოსაკრებელის გადახდა ასევე არ მოუწევს პირს, რომელიც ითხოვს პერსონალურ ინფორმაციას.
მასალის გამოყენების პირობები