Apple-მა, ოფიციალურად მიიწვია ჟურნალისტები 9 სექტემბერს ღონისძიებაზე, სადაც, როგორც მოსალოდნელია, ახალი
iPhone-ის პრეზენტაცია მოხდება.
„გვინდა, რომ უფრო მეტის თქმის შესაძლებლობა გვქონდეს“, - ნათქვამია მოსაწვევში, რომელიც თეთრი და ნაცრისფერი ფერებით არის გაფორმებული. ღონისძიება კუპერტინოში, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის შტაბ-ბინაში გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ Apple-ის მენეჯმენტი წარმოადგენს ორი ზომის iPhone-ს - 4,7 და 5,5-დიუმიანი ეკრანებით. ჭორების მიხედვით, სმარტფონის ეკრანი, ზემდგრადი საფირის მინით არის შესრულებული.
მასალის გამოყენების პირობები