რუბრიკები
2025 წლისთვის ინტერნეტი იქნება როგორც წყალი, ან თუნდაც ელექტროობა
Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლამდე ინტერნეტი საზოგადოების ცხოვრების შეუცვლელი ნაწილი გახდება. კომპანიამ გამოკითხვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 2000 ადამიანს შორის ჩაატარა. რესპონდენტებს სთხოვეს წარმოედგინათ, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება, თუკი უახლოესი 10 წელი ინტერნეტი არ ექნებოდათ. აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ინტერნეტის გარეშე არსებობა ვერ წარმოედგინათ - ინტერნეტი გადაიქცა ერთ-ერთ შეუცვლელ საგნად; ისეთად, როგორიცაა, მაგალითად, წყალი ან ელექტრობა. ამგვარად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალში, აბლაბუდას მსოფლიო ქსელი, ადამიანის არსებობის ორგანულ და განუყოფელ ნაწილად იქცევა. სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის ინფორმაციული მეცნიერებების ინსტიტუის დირექტორი, ჯონ ტაჩი ამტკიცებს, რომ სამომავლოდ, ადამიანები ქსელში მუდმივად, უწყვეტად იქნებიან ჩართულნი და შეძლებენ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მათთვის სასურველი ინფორმაცია ნებისმიერ დროს მიიღონ. მისი აზრით, ინტერნეტში ყველაზე მოთხოვნადი ინფორმაცია ადამიანის ცხოვრების ყველა დეტალთან იქნება კავშირში, მათ შორის პირადი ცხოვრებასთანაც. ამიტომ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ, ელექტრონულ გაჯეტებში თითოეულ მომხმარებელზე უფრო მეტი უნიკალური ინფორმაციის შენახვა გახდება საჭირო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.