“Leviathan” რუსი რეჟისორის, ანდრეი ზვიაგინცევის ახალი ნამუშევარია, რომელმაც კანის აუდიტორია პირველი ჩვენებისთანავე მოხიბლა. ფილმი მოგვითხრობს რუსეთის პატარა ქალაქზე, იქ მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახსა და ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რომელიც კორუფციის, კლასობრივი დიფერენციაციისა და ზეწოლის სათავეა.
ფილმში მონაწილეობენ: ალექსეი სერებრიაკოვი, ელენა ლიადოვა, ვლადიმერ ვდოვიტჩენკოვი, რომან მადიანოვი, ანა უკოლოვა, ალექსეი როზინი და სერგეი პოხადაევი.
“Leviathan”-ის მსოფლიო პრემიერა 31 დეკემბერს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები