ინგრედიენტები:
ქათმის ფილე 2 ცალი
სოკო 150 გ
ნაღები 20%-იანი 200 გ
თეთრი ღვინო 50 მლ
ოხრახუში
მარილი და პილპილი
ხახვი 1
მომზადების წესი
ქათმის თითოეული ფილე ორად გადავჭრათ, მოვასხათ ლიმონის წვენი და დავა
მარინადოთ 30 წუთი მინიმუმ. შეიძლება 1 ღამითაც. ტაფა გავაცხელოთ და ცოტაოდენ ზეთში შევწვათ ფილე ორივე მხრიდან. ცეცხლი ჯერ მაღალი უნდა იყოს, ხორცის გადაბრუნების შემდეგ კი დავუწიოთ, ასე წვენს უკეთ შეინარჩუნებს.
ხორცის ამოღების შემდეგ იგივე ტაფაში დაჭრილი ხახვი და სოკო მოვშუშოთ, წვენს რომ დაიშრობს და დაიბრაწება, დავასხათ 50 მლ ღვინო, წამოდუღების შემდეგ მოვასხათ ნაღები. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე ორიოდე წუთით, შემდეგ დავამატოთ მარილი, პილპილი, ოხრახუში და მიღებული სოუსი მოვასხათ ქათმის ფილეს
მასალის გამოყენების პირობები