სულ რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “გალაქტიკის მცველები” 2014 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სურათი გახდა! გამოსვლიდან ოთხი კვირის თავზე ფილმის შემოსავალმა 262.1 მილიონ დოლარს გადააჭარბა! გარდა ამისა, ყოველი კვირის ბოლოს ინარჩუნებდა ლიდერის პოზიციას.
გარდა “გალაქტიკის მცველებისა”, პირველ ხუთეულში მოხვდნენ: “რაც ზემოთ, ის ქვემოთ” (3.2 მილიონი დოლარი), “ჯუ ნინძები” (2.7 მილიონი დოლარი), “რომ დავრჩე” (2.3 მილიონი დოლარი) და “ნოემბრის კაცი” (2.2 მილიონი დოლარი).
მასალის გამოყენების პირობები