მესტიის პოლიციის თანამშრომლები სამმართველოს უფროს გიორგი სამარღანიშვილს, მის მოადგილე გიორგი ჯაფარიძეს და ინსპექტორ გამომძიებელს გელა სუბელიანს ინსპექტორ გამომძიბელის რომან ყორშიას ცემაში ადანაშაულებენ.
დეტექტივ-გამომძიებლის ზვიად ჭანტურიას ინფორმაციით, ყორშიას სახის არეში სერიოზული დაზიანებები აქვს, რის გამოც პირის ღრუში ყბის მიდამოს გაკერვა გახდა საჭირო.
იმავე ინფორმაციით, საქმეზე შსს-ს გენინსპექციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ყორშია კი ხობში, საკუთარ სახლში გადაიყვანეს.
ინციდენტის დეტალები უცნობია, ჭანტურია ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყორშია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები