ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ძაღლმჭერმა ბრიგადამ ქუჩის ძაღლები აიყვანა, რის შედეგადაც ისინი სამტრედიის უპატრონო ძაღლთა თავშესაფარში იქნა გადაყვანილი.
"ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველები ხშირად სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს ავრცელებენ და შესაბამისად საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილება, ცხოველთა უფლებების დაცვა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა -აუცილებელია."-აცხადებს ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ღუბელაძე.
მაია ღუბელაძის განმარტებით,მსგავსი ღონისძიებები ქალაქის ტერიტორიაზე პერმანენტულად ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები