ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა რამდენიმე სოფელში კლუბების, სპორტული დარბაზების, ამბულატორიებისა და ბიბლიოთეკების კეთილმოწყობას გეგმავს. გამგეობაში აცხადბენ, რომ სოფლები ზონების მიხედვით შეირჩა.
„პირველ ეტაპზე იგეგმება დარჩელის, ნარაზენის, ინგირისა და ჩხორიის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. ეს პროექტი მომდევნო წლებში სხვა სოფლებშიც განხორციელდება. ყველა სოფელს ექნება კულტურული და გასართობი ადგილები“, - თქვა ზუგდიდის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ესებუამ.
მისივე თქმით, ზემოაღნიშნული დაწესებულებების კეთილმოწყობა და რეკონსტრუქცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები