რუბრიკები
ტორტი "რაფაელო"
ინგრედიენტები: კარაქი 100 გ შაქარი 50 გ ფქვილი 100 გ ქოქოსის ფანტელი 50 გ ქოქოსის ლიქიორი 1 ს.კ კრემი: შესქელებული რძე 400 მლ ქოქოსის რძე 400 მლ ნაღები 35 % 250 გ ვანილი ნუშის ფირფიტები 100 გ ჟელატინი 30-40 გ მომზადების წესი ბისკვიტისთვის შეურიეთ გამდნარი კარაქი, შაქარი, ფქვილი, ლიქიორი და ქოქოსის ფანტელი. 20 სმ დიამეტრის ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი და გაანაწილეთ ცომი. გააციეთ მაცივარში 30 წუთი, შემდეგ გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთი, სანამ ბისკვიტი ღია ოქროსფერი არ გახდება. კრემისთვის ჟელატინი დაალბეთ ცოტაოდენ ცივ წყალში. ნუში მოხალეთ მშრალ ტაფაზე ან ღუმელში. ერთმანეთს შეურიეთ შესქელებული რძე, ქოქოსის რძე, ვანილი. ჟელატინს ზედმეტი წყალი გადაუწურეთ და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ აადუღოთ. ჩაამატეთ კრემის მასაში და კარგად შეათქვიფეთ. შედგით 30 წუთი მაცივარში, მანამდე კი ათქვიფეთ ნაღები კრემის კონსისტენციამდე. შეურიეთ ნაღები ქოქოსის კრემს. შემდეგ დაამატეთ ნუში. ბისკვიტი ჩადეთ შესაბამისი ზომის ფორმაში (თუნდაც იგივეში, რომელშიც გამოცხვა) და დაასხით კრემი, შედგით მაცივარში გასამაგრებლად. ზემოდან მორთეთ ნუშით და ქოქოსის ფანტელით
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.