ქალაქ ზუგდიდის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას თქმით, ზუგდიდში ყველა ადმინისტრაციულ შენობას უახლოეს მომავალში პანდუსები ექნება. ამის შესახებ აქრიტექტურის სამსახურის უფროსმა მერიის სამსახურების ორთვიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა.
ამასთან, თოდუამ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციის პროექტები წარმოადგინა.
„პირველ რიგში პანდუსები მოეწყობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო შენობებში. აგრეთვე, ყველა ნებართვაში , რომელიც სამსახურის მიერ გაიცემა, გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა საჭიროებები და მოთხოვნები, იგულისხმება პანდუსების მოწყობა“, - აღნიშნა ეკატერინო თოდუამ.
ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას განცახადებით, გუბერნიის შენობის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, მათ შორის ლიფტების, რომელიც მოხერხებული იქნება ეტლით მოსიარულე ადამიანებისთვის.
„ძალიან ბევრ შშმ პირს სურდა მერიაში მუშაობის დაწყება და იმისგამო, რომ მათთვის მოუხერხებელი იყო გადადგილება, ვერ მივიღეთ. საჯერო მოხელეების ატესტაცია, რომ გამოცხადდება მათაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, რადგან ამ დროისთვის ვფიქრობ ეს პრობლემა მოგვარებული იქნება“, - თქვა ირაკლი გოგოხიამ.
მასალის გამოყენების პირობები