ინგრედიენტები:
რძე 3 და 1/4 ჭიქა
ფქვილი 500 გ
კვერცხი 2
მარილი 1 ჩ.კ
შაქარი 2 ს.კ
საფუარი 1 ს.კ
ზეთი 2 ს.კ
მომზადების წესი:
საფუარი გახსენით მეოთხედ ჭიქა თბილ რძეში. დაამატეთ მწიკვი მარილი და 1 კოვზი შაქარი. დადგით 10 წუთი გასაფუებლად.
ფქვილი გაცერით. დაამატეთ მარილი, შაქარი, კვერცხი. დაამატეთ ცხელი რძე თან გამუდმებით ურიეთ. შემდეგ დაამატეთ საფუვრიანი რძე. ცომი უნდა იყოს კოშტების გარეშე.
დაამატეთ ზეთი (ან გამდნარი კარაქი) და კარგად აურიეთ.
ამის შემდეგ ცომს გადააფარეთ და დადგით სითბოში ხელახლა ამოსაფუებლად. ცომი უნდა ამოფუვდეს 3-ჯერ. ყოველი ამოფუებისას კარგად უნდა მოურიოთ. ამ პროცესს დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.
გააცხელეთ ტაფა, მოუსვით ცოტა ზეთი და დაასხით ცომი. თუ ცომი სწორად მოამზადეთ, ტაფაზე ქაფივით გაიშლება. გამოაცხეთ ორივე მხრიდან. შეგიძლიათ მიირთვათ მურაბით, არაჟნით, ხილით.
მასალის გამოყენების პირობები