ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწილის მიმართ თაყვანისმცემელთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად ჟურნალმა Hello ახალი სურათები და დეტალები გამოაქვეყნა.
როგორც უკვე ვიცით, ცერემონია ძალიან მოკრძალებული იყო. მას ესწრებოდნენ ჯოლისა და პიტის ექვსი შვილი, ქმრის დები და ძმები და პატარძლის ძმა. როგორც იტყობინებიან, ჯოლის მამა სტუმრების რიცხვში არ ერია.
ცერემონიის მთავარი მონაწილენი, მაინც, ბავშვები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი არა მხოლოდ პატარძლის კაბის შექმნაში, არამედ საქორწინო რიტუალის ჩატარებაშიც მონაწილეობდნენ. როგორც იტყობინებიან, სწორედ, მათი დაწერილია ბრედისა და ანჯელინას საქორწინო ფიცი: „ეს უჩვეულო სიტუაცია იყო – თითქოს რვავე დავქორწინდით“,- განაცხადა ანჯელინამ.
[gallery link="file" ids="18870,18871,18872,18873,18874,18875,18876,18877,18878,18879"]
მასალის გამოყენების პირობები