ფნარკფურტის სასამართლომ, ამერიკულ კომპანია Uber-ს, გერმანიაში დროებით აუკრძალა მუშაობა, რადგან ჩათვალა, რომ ის კერძო გამოძახების კანონს არღვევს. კომპანია სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, მაგრამ მანამდე მაინც აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ 250 ათასი ევროს მოცულობის ჯარიმის საფრთხ არსებობს.
Uber-ი – პესონალური მძღოლის, ტაქსის ინტერნეტ-სერვისია, რომელიც მობილური აპლიკაციით, სატრანსპორტო კომპანიებთან თანამშრომლობით მუშაობს. Uber-ი უკვე მსოფლიოს 150 ქალაქშია, ხოლო ევროპაში მის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან ტაქსის კომპანიები. ამ სერვისით მომსახურება მგზავრებს უფრო იაფი უჯდებათ და გარდა ამისა, მძღოლებს, ტრადიციული ტაქსის მძღოლებისგან განსხვავებით, არ უწევთ ათობით ათასი ევროს გადახდა ტაქსის მძღოლის ლიცენზიაში.
ამ გაზაფხულზე Uber-მა უკვე წააგო ანალოგიური სასამართლო ბრიუსელში, ხოლო ლონდონის ხელისუფლებამ Uber-ის აკრძალვაზე უარი თქვა.
მასალის გამოყენების პირობები