რუბრიკები
ფოთში 28 წლის პოლიციელმა თავი მოიკლა
ფოთში, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის, ფოთის პოლიციის თანამშრომელმა ი. ნ-მ, ბაზარში, დედამისთან შეკამათების დროს იარაღი ამოიღო და თავი მოიკლა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა.
გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები