ინგრედიენტები:
მზა ფენოვანი ცომი 500 გ
ბადრიჯანი 1
ხახვი 1
ჭარხალი 1, პატარა
ყველი 100 გ
პამიდორი ჩერი 100 გ
ზეთისხილი 10 ცალი
რუკოლა
მარილი და პილპილი
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ ოთხკუთხა ფორმით. გადავიტანოთ საცხობ ტაფაზე. მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შემდეგ დავალაგოთ თხლად დაჭრილი ხახვი და ბადრიჯანი.
გასუფთავებული ჭარხალი დავჭრათ წვრილ კუბებად და მოვაყაროთ ზემოდან ღვეზელს. შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ სანამ ოქროსფერი არ გახდება, ბოსტნეული კი არ დარბილდება.
მზა ღვეზელს კიდევ მოვაყაროთ უკურკო ზეთისხილი, დაჭრილი ჩერი პომიდორი და რუკოლა (ან სასურველი მწვანილი). ასევე მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
მასალის გამოყენების პირობები