მიხვდა რა, რომ რეჟისორობაც კარგად გამოსდის, ჯორჯ კლუნიმ ახალ ფილმზე დაიწყო მუშაობა. ამჯერად ის ჟურნალისტ ნიკ დეივისის წიგნის, “ჰაკერების თავდასხმის” ეკრანიზაციას გადაიღებს. Sony Pictures-ის ახალი ნამუშევარი ცნობილ ბრიტანულ სკანდალს შეეხება. საუბარია რუპერტ მურდოკის კორპორაციის გახმაურებულ ამბავზე, რომელიც 2011 წელს გამოაშკარავდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ეს კორპორაცია ჩუმად უსმენდა ყველას ტელეფონს, დაწყებული შოუბიზნესის ვარსკვლავებიდან, დამთავრებული პოლიტიკოსების ოჯახებით.
ჯორჯ კლუნი ფილმზე მუშაობას მომდევნო წელს დაიწყებს. როგორც უკვე ცნობილია, ახალ სურათში თავად რეჟისორიც მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები