ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ თაფლობის თვის მარტო გატარება გადაწყვტეს და მალტას კუნძული გოცო შეარჩიეს. ჰოლივუდელებმა ადგილობრივებს კუნძულის რამდენიმე დღით დაცლა სთხოვეს, თუმცა ამაში რა თქმა უნდა გარკვეული თანხის გადახდაც მოუხდათ. რომანტიული თაფლობისთვისათვის კუნძულის დაქირავება წყვილს 200 000 დოლარი დაუჯდა.
საცხოვრებლად მსახიობებმა არა კუნძულზე არსებული რომელიმე სახლი, არამედ იახტა დაიქირავეს.
პრესაში წერენ, რომ კუნძულზე წყვილი რომატიულ დასვენებას სამუშაოსაც შეუთავსებს. ჰოლივუდელები სწორედ იქ გადაიღებენ კადრებს ახალი ფილმისთვის "ზღვაზე", რომელშიც ჯოლი და პიტი კვლავ ერთად ითამაშებენ.
მანამ, სანამ წყვილი კუნძულზე ისვენებს და თან ფილმის გადაღებებისთვის ემზადება, ჟურნალ-გაზეთებმა უკვე მათი ქორწინების ფოტოებიც დაბეჭდეს.
მასალის გამოყენების პირობები