ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქის მერიას ლიტვის ქალაქ კაუნასის ვიცე მერი რიკარდას რუსტეიკა სტუმრობდა. ის საქართველოში ,,რობერტბოშის" ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტის ახელწოდებით ,,ურბანული ცვლილების მონაწილეები" ორგანიზაცია ,,მიტოსის" ხელმძღვანელობით ხორციელდება, მასში მონაწილეობას 12 ევროპულიქვეყნის მუნიციპალური ხელისუფლების, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათშორისაა ზუგდიდის დელეგაციაც.
„ზუგდიდის ჯგუფს ამ პროექტის ფარგლებში წარდგენილი ჰქონდა სოციალური კაფე - „ღია სახლის“ იდეა, რომელმაც გაიმარჯვა. ფაქტობრივად ეს კაფე უკვე არსებობს და სწორედ მაშინ გვექნება პრეზენტაცია, როდესაც ზუგდიდს ამ პროექტის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან“, - აცხადებს მერაბ ქვარაია.
პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ორი შეხვედრა ბერლინსა და ათენში. მორიგი შეხვედრა 12-13 სექტემბერს თბილისში, ხოლო 14 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები