ამერიკელი მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი და მსახიობი ჯესიკა ბეილი შესაძლებელია განქორწინდნენ
ყვითელი მედია მათი დაქორწინებიდან მალევე წერდა უთანხმოებაზე მათ შორის. თუმცა წყვილს შორის დაძაბულობის ბოლო წვეთი ჯასტინ ტიმბერლეიკის პარიზის კლუბში ვიზიტი იყო, სადაც მან უცნობ გოგონებთან რომანი გააბა. International Business Time-ს ინფორმაციით, თვითმხილველი, რომელიც ჯასტინის კლუბში ყოფნას შეესწრო ყვება, თუ როგორ ცეკვავდა ჯასტინი ორ გოგოსთან ერთად, ეხვეოდა და კოცნიდა.
წყვილის ოფიციალური წარმომადგენელი განქორწინების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.თუმცა ყვითელი პრესა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უკვე ერთი წელია ჯასტინი და ჯესიკა ერთად არსად გამოჩენილან. ცოტა ხნის წინ ჯასტინმა საქორწინო ბეჭედიც კი მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები