სახელი და გვარი: ემა უოტსონი
პროფესია: მსახიობი
საცხოვრებელი ადგილი: ლონდონი და ნიუ-იორკი
საყვარელი ტანსაცმელი: ჟაკეტი. მნიშვნელობა არ აქვს, კლასიკურ სტილზეა საუბარი, პანკურ ტყავის შემოსაცმელზე, ზედმეტად დიდი ზომის ნაქსოვ თუ ლამაზ, Miu Miu-ს პიჯაკზე, მე ყოველთვის და ყველა სიტუაციაში ვგიჟდები ჟაკეტზე და რაც უფრო ხშირად ვიცვამ, უფრო და უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
საყვარელი ადგილი საშოპინგოდ: მიყვარს მაღაზიები, რომლებშიც უნიკალური ხედვა და გემოვნება იგრძნობა. ლონდონში Tallulah-ში ვყიდულობ ხოლმე ტანსაცმელს. თუ რამეს ძველებურ სტილში ვეძებ, ნოტინგ-ჰილში გავდივარ. პარიზში აუცილებლად ვსტუმრობ Isabel Marant-ს, ნიუ-იორკში კი ორი არაჩვეულებრივი მაღაზიაა – „Otte” და “Bird”-ი. კალიფორნიაში როცა ვხვდები, თმის ხელნაკეთ აქსესუარებს ვყიდულობ ხოლმე Anaïse-ს ბუტიკში. რაც შეეხება ონლაინ-შოპინგს, Net-a-Porter და Shopbop საუკეთესონი არიან.
საყვარელი ფეხსაცმელი: ჩემი ბანკეტისათვის პოლ ენდრიუმ საუკეთესო ფეხსაცმელი შემიკერა! ზოგადად, ისეთი რამის ჩაცმა არ შემიძლია, რაშიც არაკომფორტულად ვიქნები და ნორმალურად ვერ ვივლი. მისი ფეხსაცმელი კი ამ მხრივაც იდეალურია. ამ ბოლო დროს Ancient Greek-ი შემიყვარდა. თუმცა, ყოველდღიურობაში და ყველა სეზონზე მაინც Alexander Wang Kori-სა და Tabitha Simmons-ს ვენდობი ყველაზე მეტად. საღამოობით ყოველთვის Prada-ს ზამშის ფეხსაცმელი მაცვია, რომელიც ხუთი წლის წინ შევიძინე და დღემდე ახალივით გამოიყურება, თანაც ყველაფერს საოცრად უხდება!
საყვარელი აქსესუარი: ჩემი ყოველდღიური სამკაულები. ყოველთვის მიკეთია ბრილიანტის პაწაწინა კულონი, რომელსაც Catbird-ის ოქროს ცეპით ვატარებ. ასევე, ყოველდღიურად მიკეთია Jennifer Meyer-ის ოქროს სამაჯური, რომელიც დაბადების დღეზე მაჩუქეს, და ჩემი პაწაწინა ბეჭდები, რომელთაგანაც ერთი Hirotaka-სია, მეორე – Boucheron-ის და მესამე – დედაჩემის ძველი კოლექციის.
საყვარელი სუნი: Diptyque-ის Feu de Bois.
საათი: ოქროსფერი Cartier Tank Solo.
მისაბაძი სტილი: ლორენ ბეკოლი, სოფია კოპოლა, კეიტ ბლანშეტი, ფრანსუა ჰარდი.
მასალის გამოყენების პირობები