დრუ ბერიმორი და ტონი კოლეტი ახალ რომანტიკულ დრამაში ითამაშებენ. ფილმის სახელწოდება “უკვე მენატრები” იქნება. მასში მონაწილეობას დომინიკ კუპერი, პედი კონსიდინი და ჟაკლინ ბისეტიც მიიღებენ.
ახალი სურათის გადაღება დიდ ბრიტანეთში ხვალ დაიწყება. რეჟისურაზე პასუხს კეითრინ ჰარდვიკი აგებს. სცენარის ავტორი კი მორვენა ბენკსი იქნება.
კოლეტი და ბერიმორი ბავშვობის მეგობრებს განასახიერებენ, კუპერი და კონსიდინი კი – მათ მეუღლეებს. ყველაფერი რთულდება, როდესაც დრუს პერსონაჟი ბავშვის გაჩენას ცდილობს, კოლეტის პერსონაჟს კი მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდება. “უკვე მენატრები” ამ მეგობრობის ასავალ-დასავალზე მოგვითხრობს, მათ ბედნიერებასა და უბედურებაზე, მათ სიხარულსა და ტკივილზე…
ახალ ნამუშევარს New Sparta Films-ი და Exponential Media დააფინანსებენ. ჯერჯერობით უცნობია ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი.
მასალის გამოყენების პირობები