როგორც ჩანს, ჯეკი ჩანზე დიდი მოთხოვნაა. ინტერვიუებიდან ვიგებთ, რომ მსახიობს სამ კინოჰიტში ვიხილავთ. საუბარია “Expendables”-ის მეოთხე, “Rush Hour”-ის მეოთხე და “Drunken Master”-ის მესამე ნაწილებზე.
სტალონემ “Expendables”-ის მეოთხე ნაწილში მიმიწვია. დავთანხმდი იმიტომ, რომ წინა ნაწილებშიც მეპატიჟებოდა და უარს ვეუბნებოდი. არა, უარს კი არ ვეუბნებოდი, ვთავაზობდი, ამდენ ადამიანში 5-წუთიანი გამონათების ნაცვლად, მხოლოდ მე და შენ ვითამაშოთ-მეთქი მთავარი როლები. შესაბამისად, თუ ამ ნაწილში მოვხვდები, მინდა მხოლოდ და მხოლოდ მე და სტალონე ვიყოთ.
შეგახსენებთ, რომ “Expendables”-ის მესამე ნაწილი საკმაოდ წარუმატებლად წარსდგა მაყურებლის წინაშე. შესაძლოა ეს იმის დამსახურებაა, რომ პრემიერამდე ორი კვირით ადრე ინტერნეტში ფილმის პირატული ვერსია გავრცელდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა შეძლო მისი გადმოწერა თუ ონლაინ-რეჟიმში ყურება.
ჯეკი ჩანმა ისიც ოფიციალურად აღიარა, რომ უკვე ელოდება “Drunken Master”-ისა და “Rush Hour”-ის ახალ სცენარებს. მისი თქმით, ცუდი სცენარის შემთხვევაში, არც ერთ მათგანში არ მიიღებს მონაწილეობას.
ვიმედოვნებთ, რომ სამივე ფილმის შესახებ მალე მივიღებთ დადასტურებულ ინფორმაციას. მანამდე კი შეგიძლიათ გადახედოთ ფილმებს ჯეკი ჩანის მონაწილეობით: გადადით ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები