Extant ახალი სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელიც CBS-ის ეთერში გადის. ეს არ არის კიდევ ერთი სერიალი, პროექტში მთავარ როლს ჰოლი ბერი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს უკვე მასიურად დაიწყეს ფილმების ვარსკვლავებმა პატარა ეკრანებზე გადაბარგება, ევა გრინს არც ჰოლი ბერი ჩამორჩა და სტივენ სპილბერგთან ერთად ახალი სერიალი შემოგვთავაზა. სპილბერგისთვის ეს პირველი სერიალი არ არის, მასვე ეკუთვნის ყველა დროის ყველაზე ჩავარდნილი ტელე-პროექტი „ტერა ნოვაც“. ამიტომ მის წლევანდელ პროექტს მაყურებელმა თავიდან ნდობა არ გამოუცხადა, მაგრამ დღევანდელ რეიტინგებს თუ გადავხედავთ მათი აზრი 50/50-ზე იყოფა.
სერიალი მომავლის დროზე მოგვითხრობს. ჰოლი ბერი ასტრონავტ მოლის თამაშობს, რომელიც 13 თვე კოსმოსში იყო, უკან კი ფეხმძიმე დაბრუნდა. მისი ქმარი – ჯონი, წარმატებული მეცნიერია, რომელმაც პირველი ბავშვი-რობოტი - ითანი, შექმნა, ის მოლის და ჯონის შვილად ითვლება, რადგან, ჯონის აზრით, ითანი ადამიანს მხოლოდ ოჯახის გარემოცვაში ყოფნის შემდეგ დაემსგავსება.
მასალის გამოყენების პირობები