ჯონა ჰილს თავისუფლად შეეძლო უძრავი ქონების აგენტი გამხდარიყო. მსახიობმა ნიუ-იორკში მდებარე ბინა წარმატებით გაყიდა. რამდენიმე წლის წინ მან თავის საცხოვრებელში 2.65 მილიონი დოლარი გადაიხადა ,ახლა კი 3.8 მილიონად გაყიდა.
ბინა 185 კვადრატული მეტრია და ისტორიული შენობის, სოჰოს, მეორე სართულზე მდებარეობს. ის მარტივი ურბანული სტილითაა გაწყობილი – აგურის კედლები, ხის იატაკი, დიდი ფანჯრები გარემო ხედით. ფართო სასტუმრო ოთახი, პატარა სამზარეულო, დიდი სააბაზანო და კომფორტული საძინებელი – ყველაფერია, რაც მარტოხელა ცხოვრებისთვისაა აუცილებელი.
მასალის გამოყენების პირობები