თუ NASA წითელ პლანეტაზე ფრენების დაგეგმვის საკუთარ მეთოდს არ შეცვლის, მარსზე ექსპედიციას ჩავარდნა ემუქრება-ამის შესახებ Daily Mail-ის თანახმად, ამერიკის ეროვნული კვლევების საბჭომ (NRC) გააკეთა განცხადება.
NRC-ის მიერ მომზადებულ მოხსენებაში საუბარია, რომ არასაკმარისი დაფინანსების პირობებში, სხვა ქვეყნების დახმარების გარეშე, მაგალითად, როგორიც არის ჩინეთი, მარსზე ასტრონავტების გაგზავნა შეუძლებელი იქნება.
ექსპერტების აზრით, ამერიკამ უარი უნდა თქვას ექსპედიციის მომზადების ამჟამინდელ მიდგომაზე, კერძოდ დიდი მოცულობის რაკეტების მშენებლობაზე.
საბჭომ NASA-ს მარსზე გაფრენის ორგანიზების შემოთავაზებული სამი ვარიანტიდან ერთ-ერთის ამორჩევა ურჩია. თითოეული მათგანი ”სტარტის” აღებას საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ითვალისწინებს. როგორც მოხსენებაშია საუბარი, ყველა ვარიანტი კოსმოსურ სფეროში საერთაშორისო პარტნიორობასა და კერძო ფირმებთან პარტნიორობას ითვალისწინებს. NRC-ს ექსპერტები კოსმოსური პროგრამის ღირებულებას არ ასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები