ინგრედიენტები:
200 გრამი ქათმის ფილე
3 ცალი ბულგარული წიწაკა(წითელი, მწვანე და ყვითელი)
150 გრამი მაიონეზი
მარილი
პილპილი
კამა
მომზადების წესი
მოვხარშოთ ფილე და გავჩეჩოთ. ბულგარულები დავჭრათ გრძლად და წვრილად. მარილი, პილპილი გემოვნებით მოვაყაროთ. მოვასხათ მაიონეზი და მოვურიოთ. მაგიდასთან მიტანისას ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები