რუბრიკები
მსოფლიოს ყველაზე მაღალი სასტუმროები
თუ ფინანსური მდგომარეობის გამო კოსმოსურ ტურისტად ქცევას ვერ ახერხებთ, თუმცა ოცნებობთ დიდი სიმაღლეების დაპყრობაზე, შეგიძლიათ მსოფლიოს ყველაზე მაღალ სასტუმროებს ეწვიოთ. გთავაზობთ მსოფლიოს 5 სასტუმრო–ცათამბჯენის რეიტინგს Grand Hyatt Shanghai, ჩინეთი სასტუმრო „ცზინ მაოს კოშკის“ 51–დან 87–ე სართულებამდე სივრცეს იკავებს. აქ სულ 555 ოთახი და ელეგანტურად მოწყობილი ნომერია. დატვირთული დღის შემდეგ ვიზიტორებს შეუძლიათ კლუბ Oasis Spa–ში განტვირთვა. ვისაც სიმაღლის არ ეშინია, სასტუმროში „ზეციურ აუზს“ შესთავაზებენ, საიდანაც შანხაის პანორამული ხედით დატკბებიან. Four Seasons Hotel Guangzhou, ჩინეთი საერთაშორისო ფინანსური ცენტრის 103–სართულიანი შენობის 74–98 ოთახები Four Seasons Hotel–ს აქვს გადაცემული. თავად შენობა გუანჩჟოუს ოპერის თეატრის სიახლოვეს მდებარეობს. ოტელში 344 ნომერია, აქედან 42 – ლუქს კლასის. ცენტრის მეასე სართულზე განთავსებულია ზღვის სამზარეულოს რესტორანი, საიდანაც ქალაქის უმშვენიერესი ხედები იშლება. The St. Regis Shenzhen, ჩინეთი ოტელი განთავსებულია ცათამბჯენ KingKey–ს 73–100 სართულებს შორის. ესაა მსოფლიოში სიმაღლით მერვე შენობა. სასტუმრო აერთიანებს ფუფუნებასა და კომფორტს, მის დიზაინზე ცნობილი არქიტექტორი ტერი ფარელი მუშაობდა. ოტელში 257 სასტუმრო ოთახი და 33 ლუქსია, 75–ე სართულზე კი განთავსებულია სპა და დიდი აუზი. სასტუმროს მცხოვრებლებს შეუძლიათ ეწვიონ არაერთ ძვირადღირებულ რესტორანს, ასევე ბარ Decanter–ს, რომელშიც ქალაქში ღვინოების ყველაზე დიდი კოლექცია ინახება. Park Hyatt Shanghai, ჩინეთი სასტუმრო მდებარეობს შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრის შენობის 73–93–ე სართულებს შორის. თავად ცენტრი კი ქალაქის ბიზნეს–რაიონშია განთავსებული. თითოეული ნომრიდან, რომელთა რაოდენობაც 174–ია, გადაშლილია მდინარე ხუანპუს ულამაზესი ხედი. სასტუმროში ფუნქციონირებს ქალაქის ყველაზე პოპულარული რესტორნები, მაგალითად 100 Century Avenue Restaurant. ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ოტელს აქვს სპა და აუზი. Ritz-Carlton, ჰონგკონგი 500 მეტრის სიმაღლის საერთაშორისო კომერციულ ცენტრში განთავსებული Ritz-Carlton–ი მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმროა. მისი დიზაინი შექმნილია კომპანია LTW Designworks–ის მიერ და ქალაქის სწრაფად განვითარებადი კულტურითაა შთაგონებული. ოტელის თითქმის ყველა ნომერში მდებარეობს ტელესკოპი, რომლის საშუალებითაც შესაძლოა ქალაქის ზემოდან დათვალიერება. ცხადია, Ritz-Carlton–ი მაღალი კლასის სასტუმროს ყველა საჭირო ატრიბუტით – ბარებით, აუზებით, ძვირფასი აპარტამენტებითა და რესტორნებითაა აღჭურვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.