რუბრიკები
სოფელ ცაიშში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ინციდენტი წუხელ გვიან ღამით სოფელ ცაიშში მოხდა.წინასწარი ინფორმაციით, 36 წლის მანუჩარ ლემონჯავას და 45 წლის მამუკა ჯანაშიას შელაპარაკება მოუვიდათ,რის შემდეგაც ლემონჯავამ ე.წ. „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 ჯერ გაისროლა. ჯანაშიას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.ის წუხელვე გადაიყვანეს ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში,სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ჯანაშია ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია, რადგან ექიმები კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება ლემონჯავას, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეჭვმიტანილის დასაკავებლად სამძებრო სამუაოები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, ლემონჯავას წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.