ინციდენტი წუხელ გვიან ღამით სოფელ ცაიშში მოხდა.წინასწარი ინფორმაციით, 36 წლის მანუჩარ ლემონჯავას და 45 წლის მამუკა ჯანაშიას შელაპარაკება მოუვიდათ,რის შემდეგაც ლემონჯავამ ე.წ. „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 ჯერ გაისროლა.
ჯანაშიას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.ის წუხელვე გადაიყვანეს ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში,სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ჯანაშია ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია, რადგან ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.
რაც შეეხება ლემონჯავას, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეჭვმიტანილის დასაკავებლად სამძებრო სამუაოები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, ლემონჯავას წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები