სანამ მთელი მასმედია Jennifer Lawrence-ს გასულ კვირას ინტერნეტში გავრცელებული, ჰაკერულად მოპოვებული, ინტიმური ფოტოების გამო აკრიტიკებს. მსახიობი მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსს იმსახურებს. სულ ახლახანს 24 წლის ვარსკვლავი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მაღალშემოსავლიანი ექშენ ფილმების გმირი. მისი მონაწილეობით კინოსურათები ხომ მილიარდიანი შემოსავლებით დაიკვეხნის - ამის მაგალითად თუნდაც "Hunger Games"-ის პირველი ორი სერია გამოდგება. ნამუშევარმა ხომ მსოფლიოს მასშტაბით მილიარდნახევრიანი მოგება ჰპოვა.
რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ, შეუძლებელია არ დავაფასოთ ის, რაც Lawrence--მა 24 წლის ასაკშო შეძლო. მის ანგარიშზე უკვე ირიცხება ოსკარი. ორი ოქროს გლობუსი და ბაფთა, რომელიც მსახიობმა გასული ორი წლის მანძილზე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ Jennifer-ი არ გახლავთ ერთადერთი ვარსკვლავი, რომელსაც წილად ხვდა პატივი გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრილიყო. მას გვერდს უმშვენებს Beyoncé. iTunes-ზე მისი ალბომი "Beyoncé" ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ნამუშევარი აღმოჩნდა - რელიზიდან სამი დღის განმავლობაში ფირფიტის 828 773 ასლი გაიყიდა. აქვეა Miley Cyrus-ი - ყველაზე ხშირად მოძებნილი პოპ ვარსკვლავის სტატუსით. Katy Perry - თვითერზე ყველაზე მეტი მიმდევარით. Vin Diesel-ი - მსახიობისა და მისი კოლეგის Paul Walker-ის ფოტო, რომელიც Diesel-მა Paul-ის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ატვირთა ფეისბუქზე ყველაზე მეტმა ადამიანმა დაალაიქა...
მასალის გამოყენების პირობები