რუბრიკები
``რესპუბლიკა კაზანტიპის`` პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკის მინისტრისგან ბოდიშს ელოდება
"რესპუბლიკა კაზანტიპის" პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან ბოდიშს ელოდება. ამის შესახებ ნიკიტა მარშუნოკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. ამასთან, მარშუნოკი კვირკაშვილის განცხადებას, რომ „კაზანტიპი" ფესტივალია, უაზროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „კაზანტიპი" ფესტივალი კი არა, დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და ამიტომ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს სთხოვს, „კაზანტიპელ ხალხს" შეურაცხყოფა აღარ მიაყენოს.„ფესტივალს რომ თავი დავანებოთ, მოგიწევთ პასუხი აგოთ „კაზანტიპის რესპუბლიკის" შეფასებისთვის, რომელსაც დაბალი დონის ფესტივალი უწოდეთ. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით შეაფასეთ, როცა არც მოგინახულებიათ. მეეჭვება, უკეთესის გაკეთება შეგეძლოთ," - წერს „კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტი.ამასთან, ნიკიტა მარშუნოკი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საქართველოს დიდ პატივს სცემს. „სწორედ ამიტომ, გაძლევთ უფლებას, ბოდიში მოიხადოთ და ამით ინციდენტი ამოიწურება," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მარშუნოკმა დღეს გაავრცელა.შეგახსენებთ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „კაზატიპის" ფესტივალს განსაკუთრებული როლი არ უნდა მივანიჭოთ.„პირადად მე, ვფიქრობ, რომ ეს არ არის მაღალი ხარისხის ფესტივალი. „კაზანტიპი"ძალიან მდარე ხარისხის ფესტივალია, რომელმაც არ გაამართლა. ადგილობრივ კულტურაში ფეხი ვერ მოიკიდა. ამით ჩვენ არც ურჩხული გაგვიკეთებია და არც გვითქვამს, რომ ფესტივალით აშენდებოდა ქვეყანა," - განაცხადა კვირკაშვილი.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები