ცაიშში შელაპარაკების ნიადაგზე მეზობლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამუკა ჯანაშია ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გარკვეული რისკები არსებობს, ამიტომ ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მკურნლობის შესაბამის კურსს იქ გადის“, - განაცხადა ჭეჟიამ.
რაც შეეხება ეჭვიმატნილს, 36 წლის მანუჩარ ლემონჯავა მიმალვაში იმყოფება და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები