ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და ლიტვის ქალაქ კაუნასის მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა რიკარდას რუსტეიკამ ქალაქ ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. რიკარდას რუსტეიკამ ზუგდიდში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, ყინულის სასახლე, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობის მშენებლობა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე დაათვალიერა. მან ასევე, მოინახულა სოციალური საცხოვრისი და იქ არსებული პირობებით დაინტერესდა.
რიკარდას რუსტეიკას განცხადებით, მისთვის საინტერესოა ის პროექტები, რომელიც ზუგდიდში ხორციელდება და სურვილი აქვს რომ ორი ქალაქის ხელმძღვანელობის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს.
რიკარდას რუსტეიკა ზუგდიდს პროექტის „ურბანული ცვლილების მონაწილეები“ ფარგლებში სტუმრობს. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან პროექტში საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ირაკლი ამანათიძე მონაწილეობენ.
მასალის გამოყენების პირობები