ინგრედიენტები:
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 200 გ
კარაქი 80 გ
ხაჭო 650 გ
შაქარი 120 გ
სახამებელი 1 ს.კ
ვანილი
1 ლიმონის ცედრა
ლიმონის წვენი 1 ს.კ
კვერცხი 4
არაჟანი 150 გ
სოუსი
ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი 300 გ (უკურკო)
წითელი ღვინო 120 მლ (ან წყალი)
შაქარი 80 გ
ლიმონის წვენი 2 ს.კ
სახამებელი 4 ჩ.კ
წყალი 4 ს.კ
მომზადების წესი:
ფხვიერი ნამცხვარი დავქვათ ან დავხვნათ, შევურიოთ გამდნარი კარაქი. კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ 22-24 სმ დიამეტრის ფორმაში და ჩავტკეპნოთ. ამოვუყვანოთ გვერდებიც.
ავთქვიფოთ ხაჭო, შაქარი, ვანილი, სახამებელი, ლიმონის ცედრა და წვენი . დავამატოთ კვერცხის გულები და არაჟანი. კიდევ ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ცილისგან ბეზე და დავამატოთ ხაჭოს მასას. დავასხათ კრემი ფორმაში, გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 45-55 წუთი. გამოვრთოთ ღუმელი და დავტოვოთ ჩიზქეიქი შიგნით 20 წუთით, შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრილოთ ფორმაში, ბოლოს შევდოთ მაცივარში 4 საათით.
ამის შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან და მოვასხათ ალუბლის სოუსი.
სოუსის მოსამზადებლად ქვაბში შევურიოთ ღვინო, ალუბალი, შაქარი, ლიმონის წვენი და წამოვადუღოთ. ვხარშოთ 5 წუთი. წყალში გავხსნათ სახამებელი და დავამატოთ. ვხარშოთ კიდევ 3 წუთი შესქელებამდე. გავაციოთ და მოვასხათ ჩიზქეიქს
მასალის გამოყენების პირობები