ორლანდო ბლუმი და მაიკლ დუგლასი ითამაშებენ თრილერში სახელად „Unlocked“, რომლის გადაღებასაც რეჟისორი მაიკლ ეპტიდი აპირებს.
სურათში, მთავარ როლს ნუმი რაპასი შეასრულებს. სიუჟეტი ეხება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელს, რომელიც თავისი ნების საწინააღმდეგოდ ხდება ტერორისტული ჯგუფისთვის ინფორმაციის წყარო. მას მოუწევს გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ლონდონი მომაკვდინებელი ბიოლოგიური თავდასხმისგან დაიცვას. ბლუმისა და დუგლასის როლები ჯერჯერობით არ ზუსტდება.
პროექტი პოტენციური მყიდველების წინაშე ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარსდგება. მასზე მუშაობის ვადები და გაქირავების გრაფიკი ჯერჯერობით არ ზუსტდება.
მასალის გამოყენების პირობები