დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალი წევრის შემატებას ელოდება, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი მეორე ბავშვზეა ორსულად. ფაქტი სამეფო ოჯახმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
შეტყობინებაში წერია: „მისი უმაღლესობები კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია მოხარულნი არიან გამოაცხადონ, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია მეორე ბავშვს ელოდება. დედოფალი და ორივე ოჯახის წევრები კმაყოფილნი არიან ამ სიახლით“.
ოჯახმა პირველი მილოცვა უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონისგან.
32 წლის ჰერცოგინია, როგორც წინა ორსულობისას თავს ახლაც შეუძლოდ გრძნობს და ვერ შეძლო დასწრებოდა სამეფო ოჯახის მიერ დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას.
შეგახსენებთ, რომ პრინც უილიამსსა და ქეითს უკვე ჰყავთ პირველი შვილი, პრინც ჯორჯი.
[gallery ids="19401,19402,19403,19404,19405,19406,19407,19408,19409,19410,19411,19412"]
მასალის გამოყენების პირობები